logo
ENG



"კანონის მიღება აუცილებელი პირობაა EU-ის რეკომენდაციის შესრულებისთვის" - კობახიძე მიშელს

04 მაი 202400:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/04/l5oatij6d8b57uy.jpg

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას მან თქვა, რომ "უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება აუცილებელია პირობაა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის". 

"გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ...

აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის - .. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის", - წერს კობახიძე.

დღეს შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  სატელეფონო საუბარი გაიმართა. მიშელის თქმით, კობახიძესთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ამასთან, თქვა, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.


close დახურვა